კლასიკური თამაშების გამომცემელმა Acclaim-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ის ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში ბრუნდება.
1990-იან წლებში Acclaim იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრენდი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ისეთი საკონსოლე თამაშების გამოცემაზე, რომლებიც ისტორიას შექმნიდნენ Sega Genesis, SNES და Game Gear პლატფორმებზე.
Acclaim-ის მიერ გამოცემულ თამაშებს შორის იყო პირველი ორი Mortal Kombat, რომელმაც დასაბამი მისცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საბრძოლო თამაშების ფრენჩაიზს.
რბოლების მოყვარულებისთვის Acclaim-მა შემოგვთავაზა ისეთი თამაშები, როგორიცაა Ferrari Grand Prix Challenge, Re-Volt და F1 World Championship Edition. თუმცა, Acclaim ყველაზე მეტად იმით დაამახსოვრდა მოთამაშეებს, რომ უშვებდა თამაშებს, რომლებიც დაფუძნებული იყო პოპულარულ სატელევიზიო შოუებზე და ფილმებზე.
ინდუსტრიისთვის მოულოდნელად, გამოცდილი პროფესიონალების გუნდი გაერთიანდა, რათა Acclaim კვლავ აღედგინა
ოფიციალური განცხადების თანახმად, ახალი ეტაპის ფარგლებში გამომცემლობა ფოკუსირდება ინდიპროექტებისა და ორიგინალური ინტელექტუალური საკუთრებების (IP) მხარდაჭერაზე.
ასევე იგეგმება კლასიკური ფრენჩაიზების „აღდგენა და განახლება“, თუმცა ჯერჯერობით არ არის დაკონკრეტებული, რომელი თამაშები იქნებიან სამიზნე.
ამ მისიის შესასრულებლად, Acclaim-ის გუნდში გაერთიანდნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან Russell Binder (Striker Entertainment), Mark Caplan (Ridge Partners), Jeff Jarrett (Global Force Entertainment) და სხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები, მათ შორის მოჭიდავე Jeff Garret.
Acclaim-ის ახალი ერა – ნოსტალგია და ინდიპროექტების მხარდაჭერა
Acclaim Entertainment დაარსდა 1987 წელს გრეგ ფიშბახის (Greg Fishbach) მიერ, თუმცა ის 2025 წლის დაბრუნების პროცესში ჩართული არ არის. თავის დროზე, კომპანია ცნობილი გახდა ისეთი თამაშების გამოცემით, როგორიცაა NBA Jam და Mortal Kombat, რომლებიც იმდენად ძალადობრივი იყო, რომ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და საბოლოოდ Entertainment Software Ratings Board (ESRB) რეიტინგული სისტემის შექმნას შეუწყო ხელი. 2004 წელს Acclaim Entertainment გაკოტრდა, რის შემდეგაც 2006 წელს დაარსდა Acclaim Games, თუმცა კომპანიამ 2010 წელს არსებობა შეწყვიტა.
თითქმის 20 წლის შემდეგ, Acclaim ბრუნდება ახალი გუნდით, თუმცა მისი ბრენდების ნაწილი ახლა სხვა კომპანიების საკუთრებაა. მაგალითად, NBA Jam ახლა EA-ს ეკუთვნის, ხოლო Turok – Universal Studios-ს.
ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში მიმდინარე მასობრივ დათხოვნებისა და სტუდიების დახურვების ფონზე, Acclaim გეგმავს პირველი თამაშის გამოცემას 2025 წლის მესამე კვარტალში.
როგორც Alex Josef-მა აღნიშნა GamesBeat-თან ინტერვიუში, კომპანიის მიზანია რაც შეიძლება სწრაფად გამოიმუშაოს შემოსავალი, რათა მომდევნო თამაშების გამოშვება გაამარტივოს.
შესაბამისად, Acclaim შესაძლოა წელიწადში 3 დან 4-მდე თამაში გამოუშვას, რაც მისი განვითარების ტემპს დააჩქარებს.