Counter Strike 1.6

თამაში რომელიც გახდა ლეგენდა

ავტორი: Addicted
88 წაკითხვა

თამაში რომელიც იყო ჩვენი ბავშვობა, თამაში რომელთან ერთადაც ვათენებდით და ვაღამებდით, ვერ ვგრძნობდით დროს, არ ვჭამდით იმის გამო რომ კლასელები ვთამაშობდით და არ გვინდოდა რომ თუნდაც ის ერთი წუთიც კი მაინც მოვცდენილიყავით, რომელიც გამორჩეულია მრავალი მოდიფიკაციით, სკინით, და რათქმაუნდა Gameplay -ით რომელიც დღემდე გამორჩეულია და გასართობად ნამდვილად კარგი ვარიანტი არის თუ არ იცი რა ითამაშო.

მოდი დავბრუნდეთ ცოტა 2000-ან წლებში .. 

Counter-Strike 1.6 არის ტაქტიკური პირველი პირის  თამაში, რომელმაც ელექტრონული სპორტის ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვა. თამაში, რომელიც თავდაპირველად Half-Life-ის მოდიფიკაციის სახით შეიქმნა, სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კომპიუტერული თამაში მსოფლიოში.

გამოშვების თარიღი და შემქმნელები

  • გამოშვების თარიღი: თამაშის პირველი ოფიციალური ვერსია გამოვიდა 2000 წლის 8 ივნისს.
  • შემქმნელები: თამაშის შემქმნელები არიან მინჰ ლე (Minh Le) და ჯეს კლიფი (Jess Cliffe). ისინი თავდაპირველად მუშაობდნენ Valve Corporation-ში, რომელმაც შემდგომში შეიძინა თამაშის უფლებები.

პოპულარობა და გავლენა

Counter-Strike 1.6-მა უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა მთელ მსოფლიოში. მისი მარტივი, მაგრამ ამავდროულად ღრმა გეიმპლეი, ტაქტიკური შესაძლებლობები და კონკურენტული მხარე მოთამაშეებს მრავალი წლის განმავლობაში იზიდავდა. თამაშმა დიდი გავლენა მოახდინა ელექტრონულ სპორტზე და ხელი შეუწყო ამ სფეროს განვითარებას.

ელექტრონული სპორტი: Counter-Strike 1.6 გახდა ერთ-ერთი პირველი თამაში, რომელზეც დიდი საერთაშორისო ტურნირები ტარდებოდა. თამაშმა აღზარდა მრავალი პროფესიონალი კიბერსპორტსმენი და გახდა ელექტრონული სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დისციპლინა.

აქტიური მოთამაშეების რაოდენობა

მიუხედავად იმისა, რომ Counter-Strike 1.6-ის პოპულარობის პიკი უკვე გავიდა, თამაში მაინც დიდი ინტერესით სარგებლობს მოთამაშეებში. ზუსტი მონაცემები აქტიური მოთამაშეების რაოდენობის შესახებ არ არსებობს, მოთამაშეები არ თამაშობენ ძირითადად Valve -ს ოფიციალურ სერვერებზე, და თამაშობენ მესამე პირის მიერ დაჰოსტილ-სერვერებზე.

თამაშის მინიმალური სისტემური მოთხოვნები


თამაშის მინიმალური მოთხოვნები

  • CPU: Pentium 4 processor (3.0 GHz, or better)
  • CPU SPEED: 3.0 GHz.
  • RAM: 1 GB.
  • VIDEO CARD: DirectX 9 level Graphics Card.
  • DEDICATED VIDEO RAM: 128 MB.
  • PIXEL SHADER: 2.0.
  • VERTEX SHADER: 2.0.
  • OS: Windows 7 (32/64-bit)/Vista/XP.

 


სულ მალე შემოგთავაზებთ ჩვენს სერვერს სადაც შეძლებთ გაიხსენოთ ძველი დრო თქვენს მეგობრებთან ერთად.  🫡


ვიდეო Gameplay



თამაშის გადმოწერა შეგიძლიათ Steam – ზე 

თამაშის ფასი გახლავთ (6.29$) – Bundle -ში შედის Counter Strike 1.6, 1.2
უფასოდ შეგიძლიათ გადმოწეროთ ბმულზე კლიკით (არ არის პირატობა მიზანშეწონილი) – მაგრამ თუ გაქვთ სურვილი ჩაიწეროთ სრულიად უსაფრთხო და სუფთა საინსტალაციო, შეგიძლიათ 

👉 დააკლიკეთ ამ ტექსტს.


გთავაზობთ ყოველდღიურად განახლებად Gaming სიახლეებს, ჩვენი გუნდი შემდგება მხოლოდ აქტიური მოთამაშეებისდან.

ყველა უფლება დაცულია 2024 წელი © პროექტის ავტორია Kosta