მხოლოდ PS5 და Xbox Series X|S-ზე ხელმისაწვდომი ფუნქციები PC-ზე მოდის
2025 წლის 20 თებერვალი
4 მარტს, Grand Theft Auto V-ის PC ვერსია მიიღებს უფასო განახლებას, რომელიც მოიცავს იმ ფუნქციებს, რომლებიც აქამდე მხოლოდ PS5 და Xbox Series X|S ვერსიებში იყო ხელმისაწვდომი. ეს მოიცავს ყველა უახლეს მანქანასა და გაუმჯობესებას, რომლებიც ხელმისაწვდომია Hao’s Special Works-ში, ცხოველთა შეხვედრებს, GTA+ წევრობის შესაძლებლობას, გაუმჯობესებულ გრაფიკულ პარამეტრებს, სწრაფად ჩატვირთვას და სხვა ბევრ სიახლეს.
ყველა მოთამაშე, ვისაც უკვე აქვს GTAV PC-ზე, შეძლებს ამ ახალი ვერსიის უფასოდ განახლებას, ასევე, შესაძლებელი იქნება Story Mode-ისა და Online პროგრესის მიგრაცია.
👇 ახალი ფუნქციები PC-ზე
განახლების შემდეგ, მოქმედი PC მოთამაშეები და ასევე ისინიც, ვინც პირველად ითამაშებენ GTA Online-ს, მიიღებენ ბევრ ახალი და მოთხოვნადი ფუნქციის წვდომას, რომლებიც აქამდე მხოლოდ უახლეს კონსოლებზე იყო ხელმისაწვდომი:
- Hao’s Special Works (HSW) – მოიცავს ახალ მანქანებს და გაუმჯობესებებს, რომლებიც მაქსიმალურად ზრდის ავტომობილების შესაძლებლობებს. ასევე, მოთამაშეებს ექნებათ წვდომა Premium Test Rides, HSW Races და HSW Time Trials-ზე.
- ცხოველთა შეხვედრები – მთელ San Andreas-ში შეგხვდებათ ცხოველები. მათი ფოტოს გადაღება და Wildlife Photography Challenge-ში მონაწილეობა შესაძლებლობას გაძლევთ მიიღოთ ახალი ჯილდოები.
- GTA+ წევრობა – PC მოთამაშეები შეძლებენ GTA+ წევრობის შეძენას, რაც მრავალფეროვან ბონუსებსა და პრივილეგიებს მოიცავს.
- Career Progress ფუნქცია – მოთამაშეები შეძლებენ თვალი ადევნონ თავიანთ კრიმინალურ კარიერას GTA Online-ის ყველა განახლების ფარგლებში.
- განახლებული საწყისი გვერდი – ახალი, გამარტივებული საწყისი გვერდი მოთამაშეებს საშუალებას მისცემს, დაუყოვნებლივ გადაეშვან თამაშში.
- GTA$4,000,000 საწყისი ბიუჯეტი – ახალ მოთამაშეებს მიენიჭებათ GTA$4,000,000, რათა მარტივად შეიძინონ საკუთრება, მანქანები და სხვა საჭირო ნივთები, როდესაც იწყებენ როგორც Executive, Gunrunner, Nightclub Owner ან Biker.
- უსაფრთხოების გაუმჯობესება – GTA Online-ის განახლებული ვერსია მოიცავს kernel-დაფუძნებულ ანტი-ჩით სისტემას და ხმოვანი ჩეთის მონიტორინგს, რათა ყველა მოთამაშისთვის თამაშის გამოცდილება უფრო უსაფრთხო და სასიამოვნო იყოს.
Hao’s Special Works (HSW)
განახლებული GTA Online ასევე მოიცავს Hao’s Special Works სახელოსნოს, რომელიც მდებარეობს LS Car Meet-ში. აქ შესაძლებელი იქნება ექსკლუზიური მანქანების გაუმჯობესება.
ახალი მანქანები:
- Coil Cyclone II (Super)
- Imponte Arbiter GT (Muscle)
- Karin S95 (Sports)
- Pegassi Weaponized Ignus (Super)
- Pfister Astron Custom (SUV)
ახალი განახლებადი მანქანები:
- Super: Principe Deveste Eight, Överflöd Entity MT
- Sports: Bravado Banshee, Bravado Banshee GTS, Grotti Itali GTO Stinger TT, Penaud La Coureuse, Übermacht Niobe
- Sports Classic: Benefactor Stirling GT, Grotti Turismo Classic
- Muscle: Bravado Buffalo EVX, Declasse Vigero ZX, Declasse Vigero ZX Convertible
- Coupe: Annis Euros X32, Übermacht Sentinel XS
- Off-Road: Maibatsu MonstroCiti, Vapid Firebolt ASP
- SUV: Karin Vivanite, Weeny Issi Rally
- Motorcycle: Shitzu Hakuchou Drag
- Compact: Grotti Brioso R/A
👇 ტექნიკური გაუმჯობესებები
გრაფიკული და ტექნიკური გაუმჯობესებები მოიცავს:
- Ray Tracing ფუნქციები – მხოლოდ PC-ზე ხელმისაწვდომი ambient occlusion და global illumination
- AMD FSR1, FSR3 და NVIDIA DLSS 3 მხარდაჭერა
- SSD-ით და DirectStorage-ით უფრო სწრაფი ჩატვირთვა (მხარდაჭერილი მოწყობილობებისთვის)
- მაღალი გარჩევადობა, მაღალი კადრების სიხშირე და ფართო ეკრანის მხარდაჭერა
- DualSense® კონტროლერის მხარდაჭერა (ადაპტიური ტრიგერები)
- Dolby Atmos მხარდაჭერა და აუდიო გაუმჯობესებები
GTA+ წევრობა PC-ზეც პირველად ხელმისაწვდომია
GTA+ წევრობა მოიცავს :
- GTA$500,000 ყოველთვიურად
- განსაკუთრებული მანქანები და პერსონალიზაციის შესაძლებლობები
- The Vinewood Club-ის ექსკლუზიური სერვისები
- 100-ავტომობილიანი Vinewood Club Garage და Vehicle Workshop
- სპეციალური ბიზნეს შესაძლებლობები და ბონუსები
- GTA+ Games Library, სადაც კლასიკური Rockstar თამაშები იქნება ხელმისაწვდომი
PC მხარდაჭერა
წინა ვერსიის მხარდაჭერა გაგრძელდება იმ მოთამაშეებისთვის, რომელთა მოწყობილობები ვერ აკმაყოფილებენ განახლებული ვერსიის მოთხოვნებს.
აღსანიშნავია, რომ GTA Online-ის ორიგინალი ვერსია და განახლებული ვერსია ერთმანეთისგან განცალკევებული იქნება, რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა ვერსიების მოთამაშეები ერთობლივად თამაშს ვერ შეძლებენ.
თუმცა, მოთამაშეებს, რომლებიც განახლებას განახორციელებენ, ექნებათ წვდომა ორივე ვერსიაზე.
👇 გაითვალისწინეთ !
განახლების ზომა იქნება 100 – დან 110 GB -მდე, განახლება რათქმაუნდა ორივე პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი Steam – ზე და Epic Games -ზე 😏