Monster Hunter Wilds

როგორ მოვიპოვოთ Great Stoutbone

20 წაკითხვა

Addicted.ge


Great Stoutbone არის ერთ-ერთი მთავარი მასალა Monster Hunter Wilds-ში იარაღებისა და აბჯრების დამზადებისთვის. ძვლისგან შექმნილი იარაღები განსაკუთრებით სასარგებლოა იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც კარგად იყენებენ თამაშის საბრძოლო მექანიკას და უპირატესობას ანიჭებენ აგრესიულ სტილს.

თამაშის მთავარი სიუჟეტის განვითარებასთან ერთად მოთამაშეებს სჭირდებათ უფრო მაღალი ხარისხის მასალები. საბედნიეროდ, Great Stoutbone-ის მოპოვება რთული არ არის. აქ გაეცნობით, თუ სად შეგიძლიათ მისი პოვნა საკუთარი კრაფტინგის პროექტებისთვის.

სად ვიპოვოთ Great Stoutbone?

Great Stoutbone არის მასალა, რომელიც ხელმისაწვდომია High Rank-ის დონეზე. ამჟამინდელი მონაცემებით, მისი მიღება შესაძლებელია შემდეგი ქვესტების დასრულებით:

  • As Gatekeeper (ორმაგი Ajarakan-ის ნადირობა)
  • What We Protect (Blangonga)
  • Blangonga Excursion (Blangonga)
  • Doshaguma Hunt (Doshaguma)
  • Annihilating Anguish (Ajarakan)
ნებისმიერი გამოძიება/ველური ექსპედიცია, რომელიც მოიცავს ამ მონსტრებს

 

რომელი მონსტრი ჯობია ნადირობისთვის?

Blangonga ამ სიაში ერთ-ერთი ყველაზე მარტივად დასამარცხებელი მონსტრია. ის ხშირად გვხვდება Iceshard Cliffs-ის რეგიონში, პატარა Blangos-ებთან ერთად. თუ თქვენი მთავარი მიზანი მხოლოდ Great Stoutbone-ის მოპოვებაა, მაშინ Blangonga-ს ფერმინგი ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა იქნება. მისი შეტევის მექანიკა ბევრად მარტივია, ვიდრე Ajarakan-ის, ხოლო Doshaguma-სთან შედარებით ნაკლებ ზიანს აყენებს.

გარდა ამისა, თუ ოდესმე შეხვდებით ამ მონსტრების Frenzied ვერსიას, გირჩევთ, მათზე ნადირობა პირველ რიგში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვეულებრივ ვერსიებზე უფრო აგრესიულები არიან, მათ საერთო ჯამში ნაკლები სიცოცხლე აქვთ, რაც მათ დამარცხებას ამარტივებს.


რისთვის არის საჭირო Great Stoutbone?

Addicted.ge


როგორც აღვნიშნეთ, Great Stoutbone ძირითადად გამოიყენება Bone Tree-ის მეოთხე დონის იარაღებისა და იმ აბჯრების დასამზადებლად, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ სამ მონსტრთან არის დაკავშირებული. ამ კატეგორიის იარაღებს შორის გვხვდება:


ძვლოვანი იარაღები, ზოგადად, მეტალის იარაღებთან შედარებით უფრო მაღალ ფიზიკურ დაზიანებას აყენებს, თუმცა მათ ნაკლები სიმკვეთრე აქვთ. ეს ნიშნავს, რომ მოთამაშეებს უფრო ხშირად მოუწევთ იარაღის გალესვა, ხოლო თეთრ ან იასამნისფერ სიმკვეთრის დონეზე შენარჩუნება საკმაოდ რთული იქნება.

გარდა ამისა, Bone ტიპის იარაღების უმეტესობას აქვს უარყოფითი Affinity, რაც კრიტიკული დარტყმების შანსს ამცირებს. კრიტიკული დარტყმები დამოკიდებულია Affinity-ზე, ამიტომ თუ Bone იარაღების გამოყენება გსურთ და გინდათ, რომ კრიტიკული დარტყმები ხშირად მოხვდეს, საჭირო იქნება ისეთი უნარების გამოყენება, როგორიცაა Critical Eye და Weakness Exploit.

ასე რომ, თუ გჭირდებათ Great Stoutbone, გირჩევთ, აქცენტი Blangonga-ზე გააკეთოთ და შესაბამის უნარებსაც ყურადღება მიაქციოთ, რათა Bone იარაღებიდან მაქსიმალური შედეგი მიიღოთ.


 

დატოვე კომენტარი

გთავაზობთ ყოველდღიურად განახლებად Gaming და ტექნოლოგიურ სიახლეებს, ჩვენი გუნდი შემდგება მხოლოდ აქტიური მოთამაშეებისდან.

ყველა უფლება დაცულია 2024 წელი © პროექტის ავტორია Kosta 

სტატიის/სურათის კოპირება აკრძალულია.