ზოგადი ინფორმაცია ვიდეო თამაშების შესახებ

თუ აპირებ თამაშებში ინვესტირებას, ეს უნდა იცოდე.

ავტორი : Addicted
27 წაკითხვა

თამაში გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა, აქტიური გეიმერების რაოდენობა კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფი ტემპით იზრდება. ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში სამ ძირითად მიმართულებას გამოყოფენ, ესენია:

პერსონალური კომპიუტერები – ვიდეო თამაშების ეს კატეგორია ყველაზე მრავალფეროვანია, რადგან ის მოიცავს როგორც მარტივ გასართობებს, ასევე AAA თამაშებს, სიმულატორებსა და კიბერსპორტს. მსოფლიოს მასშტაბით PC-პლატფორმის მეშვეობით ვიდეო თამაშებით დაახლოებით 1.5 მილიარდი ადამიანი ერთობა. 

სათამაშო კონსოლები – ამ კატეგორიაში PlayStation-ის, Xbox-ისა და Nintend-სთვის განკუთვნილ თამაშებს ვხედავთ. ზემოხსენებულ პლატფორმებს კი ყოველწლიურად დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი იყენებს. 

სმარტფონები – ვიდეო თამაშების ყველაზე სწრაფად მზარდი და მასშტაბური ბაზარი სმარტფონებს უკავშირდება, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ სმარტფონი უფრო მეტ ადამიანს აქვს, ვიდრე პერსონალური კომპიუტერი ან PlayStation-ი. გეიმინგისთვის სმარტფონებს მსოფლიოს მასშტაბით 3.4 მილიარდი ადამიანი იყენებს, რაც პლანეტის მოსახლეობის თითქმის ნახევარია. 

მომხმარებლების რაოდენობაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ბაზარი კოლოსალურად დიდი ზომისაა, მისი შეფასება კი ამჟამად $220 მილიარდის ფარგლებშია, თუმცა პროგნოზირებულია, რომ 2030 წლამდე ინდუსტრიის შეფასება $584 მილიარდს მიაღწევს, ანუ საქმე გვექნება თითქმის 13%-იან წლიურ ზრდასთან.  

ამ ზრდის ტემპით ყველაზე დიდ სარგებელს ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში წარმოდგენილი კომპანიები იღებენ, თიბისის საინვესტიციო პლატფორმის მეშვეობით კი შეგიძლია მათი წარმატება გაიზიარო და გართობასთან ერთად, ფინანსური სარგებელიც მიიღო.

თამაშების ინდუსტრიაში ინვესტირების უპირატესობები და შესაძლებლობები

ვიდეო თამაშებზე მოთხოვნის ზრდას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: პირველი მათგანი ტექნიკის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უკავშირდება. ახლა უკვე ისეთი კომპიუტერისა თუ სმარტფონის შეძენა, რომელიც გეიმინგისთვის შეიძლება იქნეს გამოსადეგი, გაცილებით უფრო იაფადაა შესაძლებელი, ვიდრე ადრე.

მეორე ფაქტორი მომხმარებლის ქცევის ცვლილებაა. ადამიანებს თავისუფალი დროის გასატარებლად ინტერაქციული აქტივობები მოსწონთ, თანამედროვე ვიდეო თამაშებს კი ნამდვილად შეუძლიათ ნებისმიერი სახის გემოვნებისა თუ პროფესიის ადამიანის დაინტერესება.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Apple (AAPL) და კომპანია Meta (META) ამჟამად აქტიურად მუშაობენ ვირტუალური რეალობის (VR) განვითარებაზე, ამ ტექნოლოგიას კი ვიდეო თამაშების შესაძლებლობებისა და მასშტაბების გაზრდის დიდი პოტენციალი აქვს. გამორიცხული არ არის, რომ ზემოხსენებულ 3 ძირითად კატეგორიას მომავალში მე-4 დაემატოს – VR/XR-ის სახით.

რაც შეეხება ბაზრის უმსხვილეს მოთამაშეებს, გეიმინგ ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გავლენა Microsoft-ს (MSFT) აქვს, რომელიც ბირჟაზე $3 ტრილიონადაა შეფასებული. Microsoft-ის პორტფელი სათამაშო კონსოლ Xbox-ს, პერსონალური კომპიუტერისთვის შექმნილ საოპერაციო სისტემა Windows-ს და ათამადე დეველოპერულ სტუდიას მოიცავს, რომელთაც ისეთი თამაშები ეკუთვნით, როგორიცაა: Minecraft, Fallout, Forza, Halo, DOOM, The Elder Scrolls, Gears of War და Flight Simulator.

უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ, Microsoft-მა 69 მილიარდ დოლარად კომპანია Activision Blizzard შეიძინა, რომელიც შემდეგ თამაშებს ფლობს: Call of Duty, World of Warcraft, Diablo, Overwatch, Candy Crush და StarCraft. ზემოხსენებული თამაშების გარდა, კომპანიას 100-მდე სხვა თამაშზე აქვს ინტელექტუალური საკუთრების უფლება და Microsoft-ის გეგმებში ამ თამაშების გაცოცხლება და მათი Xbox-სა და Windows-ზე გაშვება შედის.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვიდეო თამაშების სექტორში Microsoft-ს ყველაზე დიდი გავლენა აქვს, თუმცა ტექნოლოგიური გიგანტი აქ გაჩერებას არ გეგმავს. ერთი წლის განმავლობაში Microsoft-ის აქციების ღირებულება 60%-ითაა გაზრდილი, 5-წლიან პერიოდში კი აღმასვლის მაჩვენებელი 263%-ს აღწევს, რაც კომპანიის სერვისებზე მოთხოვნის ზრდით და ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის გამოჩენითაა განპირობებული, რომელსაც გეიმინგ ინდუსტრიაში ნამდვილი რევოლუციის მოხდენა შეუძლია.

AI-ს დახმარებით შესაძლებელია როგორც თამაშების შექმნა, ასევე პერსონაჟების გაცოცხლება, ინტერაქციის დონის გაუმჯობესება და წარმადობის ოპტიმიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ გრაფიკულად ყველაზე დახვეწილ თამაშებს მომავალში შედარებით სუსტი მოწყობილობებიც უპრობლემოდ გაუშვებენ.

გეიმინგ ინდუსტრიის რეიტინგში მეორე ადგილს ჩინური კომპანია Tencent-ი (TCEHY) იკავებს, რომელიც $343 მილიარდადაა შეფასებული. კომპანია, ძირითადად, სმარტფონების ბაზარზეა წარმოდგენილი და ის 50-მდე პოპულარულ თამაშს ფლობს, მაშ შორისაა: PUBG, Smite, Chess Rush და Crossfire.

ჩამონათვალში ასევე ვხედავთ იაპონურ ტექნოლოგიურ გიგანტ Sony-ს (SONY), რომელიც ბირჟაზე $109 მილიარდადაა შეფასებული. კომპანია ყველაზე მოთხოვნად სათამაშო კონსოლ PlayStation-ს და ვიდეო თამაშების სტუდიებს ფლობს. საერთო ჯამში, PS-პლატფორმაზე 4,100-მდე თამაშია ხელმისაწვდომი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება.

სათამაშო კონსოლების ტრიადას Nintendo (NTDOY) ასრულებს, რომელიც ასევე იაპონიაშია დაფუძნებული და მისი კაპიტალიზაცია $65 მილიარდს შეადგენს. Nintendo-ს პორტფელი ისეთ ლეგენდარულ თამაშებს მოიცავს, როგორიცაა: Mario, Pokemon და Legend of Zelda.

თუკი არჩევანის გაკეთება კონკრეტულ თამაშებზე გსურს, მაშინ შეგიძლია ინვესტიცია შედარებით მცირე ზომის დეველოპერულ სტუდიებში განახორციელო, მათ შორისაა: 


იმ შემთხვევაში, თუ ინვესტიციის ჩადება ერთ კონკრეტულ კომპანიაში არ გინდა, მაგრამ გჯერა, რომ ვიდეო თამაშების ინდუსტრია მომავალში აუცილებლად გაიზრდება, მაშინ შეგიძლია თიბისის ციფრულ ბანკში ინდუსტრიული ფონდები შეიძინო და ინვესტიცია ათობით კომპანიაზე გადაანაწილო. ციფრულ ბანკში ხელმისაწვდომ ETF-ებს შორისაა:

VanEck Video Gaming and eSports ETF (ESPO)
Global X Video Games & Esports ETF (HERO)

ვიდეო თამაშების სექტორში ინვესტირებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ინდუსტრია ორ მხარეს მოიცავს: თამაშებს და მოწყობილობებს. საქმე ისაა, რომ ვიდეო თამაშების გასაშვებად ხშირად მძლავრი მოწყობილობების ქონაა საჭირო, მათ შორის: კომპიუტერების, ლეპტოპების, სმარტფონების და კონსოლების. აგრეთვე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ AAA თამაშებით სიამოვნების მისაღებად ჩვეულებრივი კომპიუტერი არ არის საკმარისი და ხშირად სპეციალური პროცესორისა (CPU) და გრაფიკული ბარათის (GPU) შეძენაა საჭირო, სწორედ ამიტომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვიდეო თამაშებზე მოთხოვნის ზრდა ხელს შეუწყობს კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების შემოსავლებს ზრდას. ცხადია, თიბისის ციფრულ ბანკში ნებისმიერი მსხვილი კომპანიის აქციების შეძენა შეგიძლია, მათ შორისაა:

ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში ინვესტირების უარყოფითი მხარეები

მერყეობა – გეიმინგ ინდუსტრია ტექნოლოგიური სექტორის ნაწილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სექტორს უფრო მაღალი მერყეობა გამოარჩევს, ვიდრე სხვა შედარებით უფრო ტრადიციულ ბიზნესებს. ეკონომიკური ვითარების გაუარესების და გეოპოლიტიკური რისკების ზრდის პერიოდში, როგორც წესი, ინვესტორები თავს არიდებენ ტექნოლოგიურ სექტორს და თანხას შედარებით უსაფრთხო აქტივებში აბანდებენ, რაც, მოკლევადიან პერსპექტივაში, მაღალ მერყეობას განაპირობებს.

კონკურენცია – გართობის ინდუსტრია განსაკუთრებით მაღალი კონკურენციის დონით გამოირჩევა. საქმე ისაა, რომ ადამიანების ყურადღების მისაპყრობად არა მარტო ვიდეო თამაშების მწარმოებელი კომპანიები, არამედ კინოსტუდიები, ტელევიზიები, მუსიკალური პლატფორმები, სპორტული ორგანიზაციები, სოციალური ქსელები, გასართობი პლატფორმები და სხვადასხვა სახის დაწესებულებები იბრძვიან, ამიტომაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ Call of Duty-ს კონკურენტი არა მარტო Battlefield-ია, არამედ TikTok-ი და Netflix-იც.

არსებული გამოწვევების მიუხედავად, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ვიდეო თამაშების სექტორს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს, ამ პროცესს კი განსაკუთრებით აჩქარებს ტექნოლოგიური პროგრესი და ბაზარზე ისეთი ინოვაციური პროდუქტების გამოჩენა, როგორიც VR სათვალე და ხელოვნური ინტელექტია. თიბისის საინვესტიციო პლატფორმა გეიმინგ ინდუსტრიის ზრდით პირდაპირი ფინანსური სარგებლის მიღების და უმსხვილესი კომპანიების აქციების შეძენის საშუალებას გაძლევს, ამიტომ არ გადადო, დააბანდე!

 


წყარო: tbccapital.ge | ფოტოების ავტორი : tbccapital.ge


 

შესაძლოა დაგაინტერესოს

სტატიის/სურათის კოპირება აკრძალულია. 

გთავაზობთ ყოველდღიურად განახლებად Gaming სიახლეებს, ჩვენი გუნდი შემდგება მხოლოდ აქტიური მოთამაშეებისდან.

ყველა უფლება დაცულია 2024 წელი © პროექტის ავტორია Kosta