Sony -ს ოფიციალურად შემოაქვს PS2 თამაშები PS5-ზე

PlayStation 2 -ის თამაშები ოფიციალურად იქნება PS Plus -ზე

ავტორი : Addicted
17 წაკითხვა

საბოლოოდ , ბევრი წლების შემდეგ PlayStation Plus -ზე ვიხილავთ PlayStation 2 -ის თამაშებს

გარკვეული თამაშები გადანაწილებული იქნება სხვადასხვა გამომწერებისთვის, როგორც არის Essential, Extra, Premium.

თუ შენ ხარ PlayStation Plus Premium ის გამომწერე შენ გაქვს საშუალება ითამაშო PS5,PS4,PS3, PS1 -ის თამაშები ზოგი განთავსებული არის Cloud – Stream პლატფორმაზე.

ის ფაქტი რომ PS2 -ის თამაშები უნდა შემოსულიყო PS5 -ის პლატფორმაზე დიდიხანი არის რაც ჭორის დონეზე იყო, და საბედნიეროდ PlayStation -მა მიიღო სასიხარულო გადაწყვეტილება რეტრო სტილის მოყვარულთათვის და იგი იქნება ხელმისაწვდომი მხოლოდ Essential, Extra, Premium გამომწერებისთვის.

თამაშები ხელმისაწვდომი იქნება 11 ივნისიდან ყველა მომხმარებლისთვის რომელსაც გააქტიურებული ააქვთ PlayStation Plus Premium.

Sony -ს ააქვს უკვე გარკვეული სია რომელი თამაშები იქნება განთავსებული მაღაზიაში, თამაშებს შორის არის კლასიკა : The Simpsons: Hit & Run, Ape Escape 3, ასევე იქნება ზოგი თამაში რომლის შეძენაც შესაძლებელი იქნება პირდაპირ PlayStation -ის მაღაზიაში. 

Day Of Play -ის ფარგლებში თუ გაქვთ PlayStation Premium – გააქტიურებული თქვენ მიიღებთ PS2 -ის თამაშებზე ფასდაკლებებს.

დაველოდოთ და ვნახოთ თუ რა თამაშებს შემოგვთავაზებს დამატებით Sony – ივლისის თვეში, დავიტოვოთ იმედი რომ ჩვენი ფავორიტი თამაშები როგორიც არის (Spiderman 2, Need for Speed Most wanted, Need for speed Underground) -ც შესაძლოა დაემატოს.

შესაძლოა დაგაინტერესოს

გთავაზობთ ყოველდღიურად განახლებად Gaming სიახლეებს, ჩვენი გუნდი შემდგება მხოლოდ აქტიური მოთამაშეებისდან.

ყველა უფლება დაცულია 2024 წელი © პროექტის ავტორია Kosta 

სტატიის/სურათის კოპირება აკრძალულია.