ახლა შეგიძლიათ იქირაოთ PS5 კონსოლი, ასევე PS VR2 კომპლექტი და Sony-ს პორტატიული დისტანციური პლეერი PlayStation Portal დიდ ბრიტანეთში.ეს გაქირავების სერვისი თავდაპირველად იაპონიაში დაიწყო და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა.
PS5-ის გაქირავების სერვისი უკვე მთლიანად დაჯავშნილია ქვეყნის მასშტაბით 400 მაღაზიაში. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამდვილი წარმატებაა.
Sony-ს PS Direct UK ვებსაიტზე შეგიძლიათ იქირაოთ მხოლოდ ციფრული PS5 ვერსია თვეში მხოლოდ £11-ად, ან დისკის წამკითხველით აღჭურვილი PS5 – თვეში £12-ად.
თვეში £19-ის გადახდის შემთხვევაში შეგიძლიათ იქირაოთ PS5 Pro. PS VR2-ის გაქირავება თვეში £18.50 ღირს, ხოლო თუ გსურთ Horizon: Call of the Mountain-ის წვდომაც, ფასი £20 იქნება. რაც შეეხება PlayStation Portal-ს, მისი ფასი თვეში £6.50-ია.
ვისაც სურს გაქირავების სერვისით სარგებლობა, შეუძლია აირჩიოს 12, 24 ან 36-თვიანი კონტრაქტი, თუმცა ხელმისაწვდომია თვეში ერთხელ განახლებადი გეგმაც.
რაც შეეხება სერვისით ხელმისაწვდომ პროდუქტებს, შეგიძლიათ იქირაოთ შემდეგი PlayStation მოწყობილობები:
- PlayStation 5 Pro კონსოლი
- PlayStation 5 Digital Edition კონსოლი (slim მოდელი)
- PlayStation 5 კონსოლი (slim მოდელი)
- PlayStation 5 Digital Edition კონსოლი – DualSense უკაბელო კონტროლერის ორმაგი ნაკრები (slim მოდელი)
- PlayStation 5 კონსოლი – DualSense უკაბელო კონტროლერის ორმაგი ნაკრები (slim მოდელი)
- PlayStation Portal დისტანციური პლეერი
- PlayStation VR2 Horizon Call of the Mountain ნაკრები
- PlayStation VR2
- DualSense Edge უკაბელო კონტროლერი
FAQ განყოფილებაში Sony განმარტავს, რომ გაქირავების ყველა შეთანხმება ხორციელდება ექსკლუზიურად Raylo-სთან, აქვე გაცნობებთ რომ Raylo არის კომანია რომელიც ანხორციელებს ტექნიკის გაქირავებას, რაშიც თქვენ მიიღებთ ფულად ანაზღაურებას
Raylo – ოპერირებს მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში (დიდ ბრიტანეთში)
“თქვენი მოწყობილობის გაქირავებასთან დაკავშირებული ყველა ტრანზაქცია, კომუნიკაცია და ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირ Raylo-ს მიერ,” – ნათქვამია ვებსაიტზე. “თუ თქვენ დადეთ გაქირავების კონტრაქტი PlayStation Leasing-ის მეშვეობით და რაიმე პრობლემა გაქვთ თქვენს მოწყობილობასთან ან კონტრაქტთან დაკავშირებით, პირველ რიგში, უნდა დაუკავშირდეთ Raylo-ს მხარდაჭერის გუნდს.”