Rage Multiplayer

ყველაფერი, რაც უნდა იცოდე

8 წაკითხვა

Rage Multiplayer (RAGE MP) არის მრავალმოთამაშიანი პლატფორმა, რომელიც გამოიყენება Grand Theft Auto V-ის (GTA V) ონლაინ რეჟიმში საკუთარი სერვერების შესაქმნელად.


ეს პლატფორმა საშუალებას აძლევს მოთამაშეებს, შექმნან უნიკალური როლური (RP), PvP, Racing, Survival და სხვა ტიპის სერვერები, რომლებიც არ არის შეზღუდული Rockstar Games-ის ოფიციალური ონლაინ სერვერების წესებით.
RAGE MP გამოირჩევა თავისი სტაბილურობით, მოდიფიკაციების მხარდაჭერით რაც მას ერთ-ერთ საუკეთესო არჩევანად აქცევს GTA V-ის მოთამაშეებისთვის, ვისაც სურს განსხვავებული და დამოუკიდებელი ონლაინ გამოცდილება.

Rage Multiplayer-ის ისტორია და პოპულარობა

RAGE MP-ის ოფიციალური გამოსვლის წელი 2016 იყო. თავდაპირველად ეს პლატფორმა განკუთვნილი იყო მხოლოდ პატარა სათამაშო საზოგადოებისთვის, თუმცა დროთა განმავლობაში პოპულარობამ საგრძნობლად იმატა. დღეს RAGE MP-ის იყენებენ ათასობით მოთამაშე და სერვერი მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით GTA V RolePlay (RP) სერვერების შესაქმნელად.


რატომ არის RAGE MP ასე პოპულარული?

  • მაღალი სიჩქარე და სტაბილურობა
  • Modding-ის სრული მხარდაჭერა – მომხმარებლებს შეუძლიათ დაამატონ მოდიფიცირებული მანქანები, იარაღები, სკინები და სკრიპტები.
  • მოწინავე სერვერის კოდის მხარდაჭერა – JavaScript, C#, და სხვა ენებით სკრიპტინგი.
  • კომფორტული თამაშის გამოცდილება – მოთამაშეებს შეუძლიათ მიიღონ გაუმჯობესებული FPS და უკეთესი ქსელური კავშირი, ვიდრე სხვა MP პლატფორმებზე.

აქვე ავღნიშნავთ , იმისათვის რომ გქონდეს სრულყოფილი RageMP – სერვერი აუცილებელი არის საკმარისი ცოდნა და გამოცდილება პროგრამული ენების მაგალითად როგორიც არის , JavaScript, C#, ბაზების კონფიგურაცია, მოდელინგი.

რჩევა 
RageMP – ს სტანდარტებით სამომავლო სერვერებს აღარ ექნება გამოიყენონ ბრენდული ავტომობილები როგორებიც არის : BMW , Porsche , Subaru და მრავალი სხვა, ალტერნატიული ვარიანტი არის რომ ხსენებულ მოდელებს გაუკეთოთ მოდიფიკაცია და მოაშოროთ ლოგოები რომელიც გააჩნიათ ამ მოდელებს , ამ შემთხვევაში კი თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ხსენებული მოდელები , ან თუ მოდიფიკაცია არ იცით თუ როგორ ხდება უნდა გამოიყენოთ Default მოდელები რომელიც არის GTA V ის ოფიციალურ სერვერებზე.


მინიმალური და რეკომენდებული მოთხოვნები

RAGE MP-ს არ სჭირდება ძალიან ძლიერი კომპიუტერი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ GTA V კარგად მუშაობდეს თქვენს მოწყობილობაზე.


მინიმალური მოთხოვნები:

  • პროცესორი: Intel Core 2 Quad Q6600 / AMD Phenom 9850
  • ოპერატიული მეხსიერება: 4GB RAM
  • ვიდეო ბარათი: NVIDIA 9800 GT / AMD HD 4870
  • დისტკის ადგილი: 72GB (GTA V-ის ფაილებთან ერთად)
  • ოპერაციული სისტემა: Windows 7 64-bit

რეკომენდებული მოთხოვნები:

  • პროცესორი: Intel Core i5-3470 / AMD FX-8350
  • ოპერატიული მეხსიერება: 8GB RAM
  • ვიდეო ბარათი: NVIDIA GTX 970 / AMD R9 290
  • დისტკის ადგილი: 72GB+
  • ოპერაციული სისტემა: Windows 10 64-bit

როგორ დავიწყოთ თამაში RAGE MP-ზე?
1. ჩამოტვირთვა და ინსტალაცია

პირველ რიგში, უნდა გადმოწეროთ RAGE MP-ის კლიენტი ოფიციალური ვებსაიტიდან (rage.mp).

2. სერვერის არჩევა

ინსტალაციის შემდეგ როცა ლანჩერს გაუშებთ , მიუთითეთ ის ადგილი სადაც უშუალოდ თამაში არის დაინსტალირებული, (თამაში უნდა იყოს შეძენილი აუცილებლად, პირატული ვერსია არ იმუშავებს- Steam ან Epic Games) ხოლო ამის შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი სერვერი, რომელიც წარმოდგენილია სერვერების ბრაუზერში.

3. რეგისტრაცია და თამაშის დაწყება

ზოგიერთ სერვერზე საჭიროა ანგარიშის შექმნა და პერსონაჟის პერსონალიზაცია. RP სერვერებზე რეგისტრაციის პროცესიც უფრო დეტალურია.

4. მოდიფიკაციების გამოყენება (არასავალდებულო)

RAGE MP მხარს უჭერს მოდებს, ასე რომ, შეგიძლიათ დააყენოთ მომხმარებლის შექმნილი სკინები, მანქანები, იარაღები


გაფრთხილება!

 აკრძალულია ყველანაირი Soft ის გამოყენება


დატოვე კომენტარი

გთავაზობთ ყოველდღიურად განახლებად Gaming და ტექნოლოგიურ სიახლეებს, ჩვენი გუნდი შემდგება მხოლოდ აქტიური მოთამაშეებისდან.

ყველა უფლება დაცულია 2024 წელი © პროექტის ავტორია Kosta 

სტატიის/სურათის კოპირება აკრძალულია.