The Sims არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოთამაშების სერია, რომელიც მილიონობით მოთამაშის გული მოიგო. ახლა, 25 წლის შემდეგ, თამაშის ფანებს საშუალება აქვთ კვლავ განიცადონ ბავშვობის მოგონებები, რადგან EA-მ ოფიციალურად ხელახლა გამოუშვა თამაშის
განახლებული ვერსია: The Sims და The Sims 2.
თამაშის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, EA-მ გამოუშვა ორი განახლებული ვერსია: The Sims: Legacy Collection და The Sims 2: Legacy Collection. ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, როდესაც ეს კლასიკური თამაშები ხელმისაწვდომი გახდა ციფრულ ფორმატში.
The Sims და The Sims 2 Legacy Collection-ის ფასი შეადგენს £17.99 ($19.99) და £24.99 ($29.99) შესაბამისად, თუმცა მათი შეძენა შესაძლებელია ერთიან Bundle – ს სახით £34.99 ($39.99) -ად .
როგორ შეგიძლიათ ითამაშოთ The Sims
The Sims პირველად გამოვიდა 2000 წლის 4 თებერვალს Microsoft Windows-ისთვის და მოთამაშეებს საშუალებას აძლევდა, შეექმნათ ვირტუალური სამყარო პერსონაჟებით. თამაშის პოპულარობამ გზა გაუხსნა სერიას, და 2004 წლის 14 სექტემბერს გამოვიდა მისი გაგრძელება – The Sims 2.
ამ წლების განმავლობაში, The Sims გადაიქცა გლობალურ ფრენჩაიზად, მოიცვა ოთხი ძირითადი თამაში, უამრავი გაფართოება და ცნობილი ქალაქმშენებლობის სერია – SimCity.
თუმცა, ამ ორ პირველ თამაშზე წვდომა ყოველთვის რთული იყო ახალი მოთამაშეებისთვის. The Sims მხოლოდ დისკზე გამოდიოდა და ციფრული ვერსია არასოდეს ჰქონია, რის გამოც გეიმერებს უწევდათ ფიზიკური ასლების ძებნა. The Sims 2 კი EA-ს Origin პლატფორმაზე 2014 წელს დროებით ხელმისაწვდომი იყო, თუმცა მალევე ამოიღეს გაყიდვიდან.
EA-ს განცხადება: “ჩვენი ფანების თხოვნის პასუხად, მოხარულები ვართ რომ შემოგთავაზოთ ამ ლეგენდარული თამაშების ციფრული ვერსია ისეთივე სახით, როგორიც იყო 25 წლის წინ.”
სად შეგიძლიათ შეიძინოთ თამაში
The Sims Legacy Collection და The Sims 2 Legacy Collection შეძენა შესაძლებელია Steam-ზე, Epic Games Store-ზე და EA App-ზე Windows-ისთვის.
თამაშის ინსტალაციისთვის თქვენი კომპიუტერი უნდა მუშაობდეს Windows 10 ან 11 ოპერაციულ სისტემაზე და მინიმუმ 4GB ოპერატიული მეხსიერება უნდა ჰქონდეს. თუ თქვენი მოწყობილობა შეესაბამება მოთხოვნებს, უბრალოდ შედით Steam-ში, შეიძინეთ თამაში და დააინსტალირეთ.
რა შედის Legacy Collection-ის ვერსიებში?
Legacy Collection მოიცავს ყველა გაფართოებას და დამატებით კონტენტს, რაც თავდაპირველი ვერსიებისთვის იყო შექმნილი:
The Sims: Legacy Collection:
- Livin’ Large
- House Party
- Hot Date
- On Holiday
- Unleashed
- Superstar
- Makin’ Magic
- The Sims 4 Throwback Fit Kit
The Sims 2: Legacy Collection:
- University
- Nightlife
- Open for Business
- Pets
- Seasons
- Bon Voyage
- FreeTime
- Apartment Life
- Holiday Party Pack
- Family Fun Stuff და სხვა
ყველა ეს დამატება ავტომატურად დაინსტალირდება თამაშის გადმოწერის შემდეგ.
პრობლემა Mac და კონსოლ მომხმარებლებისთვის
მიუხედავად იმისა, რომ ფანებმა დიდი სიხარულით მიიღეს თამაშის დაბრუნება, ბევრი მათგანი იმედგაცრუებული დარჩა, რადგან თამაში მხოლოდ Windows-ისთვისაა ხელმისაწვდომი.
გარდა იმისა, The Sims და The Sims 2 თავდაპირველად Xbox-სა და PlayStation 2-ზეც გამოვიდა, ამიტომ კონსოლის მომხმარებლებმაც გამოთქვეს უკმაყოფილება, რომ ეს ვერსიები არ შეიქმნა მათთვის ხელმისაწვდომ პლატფორმებზე.
წამაშის კრიტიკა და ხარვეზები
თამაშის გამოსვლიდან ერთ დღეში, EA-მ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მომხმარებლები სხვადასხვა ტექნიკურ პრობლემებს აწყდებიან. განსაკუთრებით ხშირია თამაშის ჭედვები და ქრაშები, ასევე თამაშის არასწორი მასშტაბირება თანამედროვე მონიტორებზე.
მიუხედავად ამ ხარვეზებისა, ბევრმა ფანმა განაცხადა, რომ ეს გამოცდილება მათთვის ნოსტალგიურია და არ აფერხებს თამაშისგან მიღებულ სიამოვნებას.
The Sims-ის დაბრუნება უდავოდ დიდი მოვლენა იყო ვიდეოთამაშების სამყაროში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის საკულტო სტატუსს.