Age Of Mythology – საბოლოოდ ბრუნდება

დიდი ხნის შემდეგ, Age of Mythology ბრუნდება Microsoft -ის მიერ.

ავტორი : Addicted
18 წაკითხვა

Age Of Mythology Retold, სწორედ ასეთი სათაურით გამოჩნდება ის სტიმის პლატფორმაზე,
Age Of Mythology არის ის ერთ ერთი სტრატეგიული თამაში რომელმაც წლებს გაუძლო და დღეს დღეისობით 24 – საათის მანძილზე 2000 აქტიური მოთამაშე ყავს, ალბათ ძალიან ბევრი საყვარელი სიტყვა გახსოვთ ამ თამაშიდან , რომელიც დასამახსოვრებელი არის ამ თამაშიდან, როგორიც არის “prostagma” და მრავალი სხვა  🫣

2014 წლის 8 მაისს SkyBox Labs, Ensemble Studios -მა გამოუშვა განახლებული თამაშის ვერსია
Age of Mythology: Extended Edition

რომლის ფასი ამ ეტაპზე სტიმზე 17.99$ გახლავთ.

ის რასაც ამ ახალ ვერსიაში უნდა ველოდოთ არის განახლებული ძრავი რომელიც გამოყენებული არის Age of Empire III’s -ში.
იქნება განახლებული მუსიკები, ანიმაციები, თითქმის ყველა პერსონაჟი / გმირი იქნება ბევრად უკეთესად დამუშავებული ვიდრე აქამდე ყოფილა, იცვლება თამაშის მექანიკა, და ემატება ახალი “გმირები”
ჩვენ უკვე ვიცით რომ თამაში იქნება გამოსული სტიმზე და Xbox -ზე, საიდუმლო არ არის ის ფაქტიც რომ თამაში პირველი გაეშვება Pc -ზე და შემდეგ კონსოლზე , კონკრეტულად Xbox -ზე.

იქიდან გამომდინარე რომ Age Of Mythology გახლავთ Microsoft -ის საკუთრება თამაში ასევე ხელმისაწვდომი ინქება Xbox Game Pass ში.

ამ ეტაპზე არ არის თამაშის გამოსვლის ზუსტი თარიღი ცნობილი თუმცა, თქვენ გაქვთ საშუალება რომ დაამატოთ თქვენი სურვილების სიაში , Steam -ზე .

თამაშის სავარაუდო გამოსვლის წელი გახლავთ 2024 – დან 2025 წლის დასაწყისი,
როგორც კი ცნობილი იქნება კონკრეტული თარიღი , აუცილებლად გაცნობებთ ამის შესახებ.

მათთვის ვისაც გაინტერესებთ უფრო დეტალურად, გთავაზობთ ვიდეო მიმოხილვას ინგლისურ ენაზე . 



 

შესაძლოა დაგაინტერესოს

გთავაზობთ ყოველდღიურად განახლებად Gaming სიახლეებს, ჩვენი გუნდი შემდგება მხოლოდ აქტიური მოთამაშეებისდან.

ყველა უფლება დაცულია 2024 წელი © პროექტის ავტორია Kosta 

სტატიის/სურათის კოპირება აკრძალულია.