Manor Lords -ის შესახებ

Manor Lords იყენებს შენების სისტემას რომესაც არ გააჩნია ლიმიტები

ავტორი : Addicted
64 წაკითხვა

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა რომ შენობები ააშენო / განათავსოთ იქ სადაც თქვენ მოგესურვებათ. ყველაფერი თამაშში ხდება რეალურ დროში, რაც იმაში გამოიხატება რომ თუ ადამიანს შესცივდება თქვენ უნდა მოიპოვოთ შეშა რომ არ დაიღუპოს თქვენი ჯარისკაცი ან მშენებელი , საუბარი არის აქ ნებისმიერი სოფლის მაცხოვრებელზე.

ახალი ქალაქები პირდაპირ არ ჩნდება პროგრამის მიერ, ისინი ვითარდებიან ცენტრალური ბაზრის გარშემო. ყველა ახალ დასახლებას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა გაიზარდოს და დააკავშიროს მისი კომერციული უბნები, ინდუსტრიული უბნები და საცხოვრებელი უბნები. თქვენ გაქვთ უფლება ჩამოაყალიბოთ ეს რაიონები კონკრეტული შენობების განთავსებით და განახლებით.

თქვენ შეგიძლიათ მოუაროთ თქვენს ფერმას, შეგიძლიათ ააშენოთ ეკლესია, მარკეტები,ხე-ტყის ბანაკი და მრავალი სხვა დაწესებულებები რომელიც არის აუცილებელი რომ თქვენი სოფელი / ქალაქი განვითარდეს.

ამ ეტაპზე თამაში არის Beta სტადიაზე რაც იმას ნიშნავს და მოიაზრებს რომ თამაშში შესაძლოა იყო რამოდენიმე უმნიშვნელო ბაგი რომელიც არ შეგიშლით თამაშში.

თამაშის დეველოპერი არის მუდმივად კავშირზე მოთამაშეებთან Steam Community ის და reddit -ის საშუალებით, ითვალისწინებს მათ აზრს, ასწორებს სხვადასხვა ხარვეზებს რომელიც უკვე შეამჩნიეს არსებულმა მოთამაშეებმა და თამაშის მხარდამჭერებმა.

ჯარები იყოფა სხვადასხვა კატეგორიებად, მშვილდოსნები, შუბის მტყორცნელები, და მუშები რომლებიც შესაძლოა ასევე ჩაერთონ ბრძოლაში.
ყოველთვის გაუფრთხილდით თქვენს მატერიალებს, იმისათვის რომ გამოყივანოთ სხვადასხვა მებრძოლი, რჩევა იქნება გამოიყვანოთ დასაწყისში მხოლოდ ის მებრძოლი რომელიც იმ მომენტში იქნება საჭირო.

ამჟამად თამაში ხელმისაწვდომი არის Epic Games -ზე და Steam -ის პლატფორმებზე.



 

შესაძლოა დაგაინტერესოს

სტატიის/სურათის კოპირება აკრძალულია. 

გთავაზობთ ყოველდღიურად განახლებად Gaming სიახლეებს, ჩვენი გუნდი შემდგება მხოლოდ აქტიური მოთამაშეებისდან.

ყველა უფლება დაცულია 2024 წელი © პროექტის ავტორია Kosta