მთავარი გვერდი » Ubisoft -ის განცხადება

Ubisoft -ის განცხადება

Marie-Sophie de Waubert -ის განცხადება

ავტორი: Addicted
45 წაკითხვა

დღეს, მინდა გაგიზიაროთ ის რთული გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ XDefiant-ის განვითარების შეწყვეტის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ თამაშს დამაიმედებელი დასაწყისი ჰქონდა , გუნდის ენთუზიაზმით სავსე მუშაობისა და ერთგული თაყვანისმცემლების მიუხედავად, ჩვენ ვერ შევძელით რომ შეგვენარჩუნებინა ხანგრძლივი დროით მოთამაშეების დიდი რაოდენობა , რათა კონკურენცია გაგვეწია ძალიან მომთხოვნ უფასო FPS ბაზარზე.
შედეგის მიღწევისგან თამაში სამწუხაროდ ძალიან შორს აღმოჩნდა და საჭიროებდა ძალიან დიდ დროს, ამიტომ ვაცხადებთ რომ თამაში წყვეტს განვითარებას და ფუნქციონირებას.

კონკრეტულად, ეს ნიშნავს რომ დღეიდან აღარ იქნება შესაძლებელი თამაშის გადმოწერა / ჩამოტვირთვა, რეგისტრაცია და Ingame – ნივთების / სკინების თუ ვიზუალების შესყიდვები.
Ubisoft -ის გადაწყვეტილებით თამაშში იქნება აუცილებლად მესამე სეზონიც და სერვერები იმუშავებს 2025 წლის 3 ივნისამდე, სწორედ იმ აქტიური მოთამაშეების გულისთვის ვინც დღემდე აქტიურად თამაშობენ და ჩართულები არიან უკუკავშირში თამაშის განვითარებისთვის.

თამაშის დახურვა გამოიწვევს სტუდიაშიც ცვლილებებს ეს ეხება XDefiant -ის თითქმის მთელ დეველოპმენტის გუნდს, ასევე მოხდება XDefiant – ის საინფორმაცია საიტის დახურვაც.
სამწუხაროდ სწორედ 134 თანამშრომელი დატოვებს სტუდიას რომელიც მუშაობდა კონკრეტულად XDefiant -ის განვითარებაზე, მსურველები განაწილებულები იქნებიან სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა თამაშებზე.

Games-as-a-Service გამოცდილების განვითარება რჩება ჩვენი სტრატეგიის საყრდენი და ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან წარმატებებს,თამაშებში როგორიცაა Rainbow Six, The Crew და For Honor, სხვათა შორის. ეს არის ძალიან კონკურენტული ბაზარი და ჩვენ გამოვიყენებთ XDefiant-თან მიღებულ გაკვეთილებს ჩვენს მომავალ თამაშის განვითარებისთვის რომ არ დადგეს ახალი წარუმატებლობა.


Gameplay – ახალი მოთამაშეებისთვის



 

გთავაზობთ ყოველდღიურად განახლებად Gaming სიახლეებს, ჩვენი გუნდი შემდგება მხოლოდ აქტიური მოთამაშეებისდან.

ყველა უფლება დაცულია 2024 წელი © პროექტის ავტორია Kosta