Call Of Duty: Modern Warfare 3 – საცდელი პერიოდი

მოამზადეთ თქვენი Xbox კონსოლები

ავტორი : Addicted
13 წაკითხვა

გაანთავისუფლებთ ადგილი, და დააჭირეთ გადმოწერის ღილაკს, იმიტომ რომ დროა გადაეშვათ Call Of Duty -ს სასიამოვნო თავგადასავლებში.

თუ თქვენ არ გითამაშიათ ახალი Call of Duty , სწორედ ახლა შეგიძლიათ ითამაშოთ როგორც უბრალოდ მულტიფლეიერი , ასევე ზომბი მოდიფიკაცია სრულიად უფასოდ.

მოემზადეთ შემდეგი Call of Duty ტესტირებისთვის, საუბარი არის Black Ops 6 – ზე.

Xbox Free Play Days – არის შესანიშნავი შესაძლებლობა, გატესტოთ კონკრეტული თამაში მაშინ როცა არ გაქვთ თამაში შეძენილი, ან სულაც აპირებთ მის შეძენას.

შეგიძლიათ გადმოწეროთ პოპულარული თამაში : Call of Duty: Modern Warfare III და ითამაშოთ მისი ყველაზე პოპულარული რეჟიმები, ისევე როგორიც არის ახალი zombies რეჟიმი, რომელიც აერთიანებს ტრადიციულ ზომბებს DMZ ​​გეიმპლესთან.

ამ ყველაფრისთვის თქვენ დაგჭრდება Xbox Game Pass,საცდელი პერიოდი დაიწყება 30 მაისსს და დასრულდება 3 ივნისს.

იმისათვის რომ გააქტიუროთ Xbox -ის კონსოლზე საძიებო ველში მოძებნოთ Call of Duty: Modern Warfare III, და შემდეგ მიუთითეთ გადმოწერა კონსოლზე, რათქმაუნდა იმისათვის რომ დრო არ დაკარგოთ თქვენ გაქვთ საშუალება რომ ჩამოტვირთოთ თამაში წინასწარ და დაელოდოთ 30 მაისს.

გარდა Call of Duty: Modern Warfare III – სა Xbox Game Pass თქვენ გთავაზობთ უამრავ თამაშს რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ , თქვენ დაგხვდებათ სტრატეგიული თამაშები, რბოლები,შუთერები და მრავალი სხვა ჟანრის თამაში რომელიც შედის Xbox Game Pass- ში.

ნამდვილად საუკეთესო დრო არის რომ მოიწვიოთ, აცნობოთ თქვენს მეგობარს ამ სიახლის შესახებ და სასიამოვნოთ გაატაროთ თქვენი ვიქენდი.

შესაძლოა დაგაინტერესოს

გთავაზობთ ყოველდღიურად განახლებად Gaming სიახლეებს, ჩვენი გუნდი შემდგება მხოლოდ აქტიური მოთამაშეებისდან.

ყველა უფლება დაცულია 2024 წელი © პროექტის ავტორია Kosta 

სტატიის/სურათის კოპირება აკრძალულია.